მიქელთაძემ ავსტრალიაში თავი მეხუთედ გამოიჩინა

0
6

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ „ადელაიდას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან პარტნიორის გადცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვარდნაში ბურთი კარში გადაგზავნა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. „ადელაიდადან“ 88-ე წუთზე საპასუხო ბურთი ირანკუნდამ გაიტანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე იბუსუკიმ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
მიქელთაძემ, რომელიც ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „ნიუკასლი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.