მიქაძე ანთალიაში სენეგალელს და “ზენიტის” აღზრდილს დააკვირდება

0
11

წყალტუბოს “სამგურალს”, რომელსაც გიორგი მიქაძე წვრთნის, თურქულ შეკრებაზე სენეგალელი ფეხბურთელი და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე შეუერთდებიან. ამის შესახებ “სამგურალის” პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:
” 4 თებერვალს ანთალიაში ველოდებით სენეგალელ ფორვარდს, რომელიც წინა სეზონში იტალიის სერია C –ს კლუბში თამაშობდა, ასევე პეტერბურგის ,,ზენიტის” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს. მათ მწვრთნელები საქმეში ნახავენ და ამის შემდეგ გადაწყდება დარჩებიან თუ არა გუნდში”.