„ლივერპულმა“ „პორტუდან“ კოლუმბიელი გარემარბი შეიძინა

0
14

„ლივერპულმა“ პორტუგალიის „პორტუდან“ გარემარბი ლუიდს დიასი შეიძინა, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
„ლივერპულმა“ დიასის სანაცვლოდ „პორტუს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კლუბებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული სავარაუდო ბონუსები 20 მილიონი ევროს ოდენობით.
ამჟამად, 25 წლის გარემარბი სამხრეთ ამერიკაშია თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვდრისთვის ემზადება. „ლივერპულის“ დელეგაციამ მას ადგილზე ჩააკითხა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტი გააფორმა.
დიასმა „პორტუს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 125 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. მან კოლუმბიის ეროვნულ გუნდში 32-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.