„ანორთოსისმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო

0
13

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაახანგრძლივა. მე-19 ტურში ფამაგუსტელები შინ „ომონიას“ დაუპირისპირდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
სტუმრებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ლეციაკსმა გახსნა. 35-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ვრჰოვეცმა გაიტანა. „ანორთოსისში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. ფამაგუსტელებმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, მაგრამ მანამდე ზედიზედ 4 თამაში მოიგეს. „ანორთოსისი“ 27 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე და ლიდერ „აპოლონს“, სადაც რეზო ინჯგია გამოდის, 8 ქულით ჩამორჩება.