„ზუგდიდმა“ ენდელაძე და ახალაძე დაიმატა

0
19

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ზუგდიდის „დინამომ“ 2 ფეხბურთელი დაიმატა. მომავალ სეზონში ზუგდიდელთა რიგებში მცველი გიორგი ახალაძე და ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ითამაშებენ, რომლებმაც გასული სეზონი „სამტრედიაში“ გაატარეს.
მათ „დინამოს“ შემადგენლობაში ქობულეთის „შუქურასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშეს, რომელიც 2:2 დასრულდა. ზუგდიდელები მომდევნო სპარინგს 1 თებერვალს მარტვილიში ადგილობრივ „მერანთან“ ჩაატარებენ.