შოთა არველაძის წარმატებული დებიუტი „ჰალში“

0
8

შოთა არველაძის დებიუტი „ჰალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „ჰალმა“ „სუონსის“ უმასპინძლა და 3 ქულა აიღო.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში ევისმა გახსნა, ხოლო 12 წუთში უელსელთა კარი ლუისს პოტერმა აიღო და მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ მეტი გოლი არ გასულა და „ჰალმა” გაიმარჯვა.
48 წლის არველაძე ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელად პარასკევს დაინიშნა და მან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი შეგირდები 32 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-18 ადგილზე არიან.