საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრები 1/4-ფინალში რუსეთს შეხვდება

0
11

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთო ასათიანმა აზერბაიჯანთან (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (2:1) მოგებულ მატჩებთან შედარებით, D ჯგუფში ესპანეთთან ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ერთი მოთამაშე შეცვალა. ელისანდროს ნაცვლად, რომელიც ბოსნიათან დაშავდა მოედანზე პირველი წუთიდან ბრუნო პეტრი იმყოფებოდა. ელისანდრო თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.
ევროპის 7-გზის და მსოფლისო 2-გზის ჩემპიონი ესპანეთი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და ზვიად კუპატაძემ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. თუმცა. მე-9 წუთზე ახლო მანძილიდან ბორხა დიასის დარტყმის შემდეგ გუნდის გოლის გაშვებისგან ვერ გადაარჩინა.
პირველი ტაიმის მიწურულს თალესი მეტოქეს ეუხეშა და საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებს 7 გუნდური ჯარიმა დაუგროვდა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლოსანომ გამოიყენა. გამომდინარე იქიდან, რომ ასათიანი შეგირდებმა ჯარიმების ლიმიტს გადააჭარბეს პენალტი 10 მეტრიდან შესრულდა, ხოლო საჯარიმოში წესის დარღვევის შემთხვევაში პენალტი 6 მეტრის მანძილიდან ირტყმება.
პირველი ტაიმის დასრულებამდე წამები რჩებოდა, რომ ჩინომ ქართველების კარი მესამედ აიღო.
შესვენების მერე კუპატაძის ადგილი კარში თორნიკე ბუკიამ დაიკავა. გუნდის კაპიტანმა მცირე ტრავმა მიიღო და დაასვენეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში სოლანოს დარტყმის შემდეგ ბურთი ბუკიას ფეხებს შორის გაუძვრა. მალე, სოლანოს დარტყმის შემდეგ ბუკიას მოგერიებული ბურთი თოდუას შეეხო და კარში აღმოჩნდა. ესპანელებიდან მეექვსე გოლი სესილიოს ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრები მეშვიდედ ადოლფო დაამწუხრა. თამაში დასრულებამდე 1 წუთით ადრე ადოლფოს დარტყმული ბურთი ფეხში ღავთაძეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე 8-ბურთიანი სხვაობა მხოლოდ საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებაში დაფიქსირდა.
D ჯგუფში პარალელურად გამართულ მატჩში აზერბაიჯანმა ბოსნია 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში 1 თებერვალს რუსეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველო – ესპანეთი 0:8 (0:3)
26 იანვარი. გრონინგენი. „მარტინი პლაზა“.
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე (კ), თალესი, რონინიო, შაგინია, ბრუნო პეტრი.
სათადარიგოები: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, ვილიანი,ბრუნო პეტრი, ღავთაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე.