„ფიორენტინამ“ შვეიცარიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა

0
16

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი არტურ კაბრალი დაიმატა, იუწყება იტალიური კლუბის პრესსამსახური.
ფლორენციელებმა 23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 14,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ბონუსების სახით 2,5 მილიონია გათვალისწინებული.
„ფიორენტინამ“ თავის ვებგვერდზე კაბრალი ორიგინალურად წარადგინა. კერძოდ, დადო ფოტო რომელზეც ქვაში ჩარჭობილი ხმალია გამოსახული, რაც მეფე არტურის ლეგენდას უკავშირდება, რომელმაც ეს ხმალი ამოაძრო.
კაბრალმა მიმდინარე სეზონში ბაზელელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა.