“დინამომ” შეკრებაზე მეორე შეხვედრაც ფრედ დაასრულა

0
3

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად სერბული სუპერლიგის მეხუთე ადგილოსანს – კრუშავეცის ნაპრედაკს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-8 წუთზე სერბებმა გახსნეს, დინამოელთა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით სრდიან კოჩიჩმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა პირველივე წუთებში ორი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შეტევებმა შედეგი 43-ე წუთზე გამოიღო, გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან მოიპოვა ბურთი და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
​მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდ არ შეცვლილა, ინიციატივას დიმნაო ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
“დინამო” (თბილისი)  – “ნაპრედაკი” 1:1 (1:1)
“​დინამო”: პრიეტო, ბენიო, პაპავა, ჯანგიძე, გვიშიანი, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი, ლომინაძე, გაბედავა, ანტილევსკი, იობაშვილი.
შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, მაისურაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ოსეი, მექვაბიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
“ნაპრედაკი”: ვასილიევიჩი, სპრემო, ს. იოვანოვიჩი, კერკეზი, მრშიჩი, რაშკოვიჩი, სტევანოვიჩი, ტომიჩი, კოჩიჩი, ბაჩანინი.
მთავარი მწვრთნელი: ივან სტეფანოვიჩი.
გოლები: 0:1 კოჩიჩი (8), 1:1 გაბედავა (43).
“დინამო” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 1 თებერვალს ბულგარეთის ჩემპიონის რაზგრადის “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ გამართავს.