„მერანმა“ კიდევ 2 ფეხბურთელი გაუშვა

0
11

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანმა“ ახალი სეზონის დაწყების წინ კიდევ 2 ფეხბურთელი გაუშვა. მარტვილელებს 25 წლის მცველი მიხეილ რუხიაია დაემშვიდობა, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა. ის კარიერის განმავლობაში „მერანის“ გარდა ზუგდიდის „დინამოში“ თამაშობდა.
ამასთანავე, „მერანმა“ 20 წლის ნახევარმცველი ირაკლი ჯანჯღავა თანალიგელ ზუგდიდის „დინამოში“ გაანათხოვრა. მან წინა წელს მარტვილელთა რიგებში 11-ჯერ ითამაშა.