კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშს მეორე შეკრებაზე განაახლებს

0
13

ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშს მეორე შეკრებაზე განაახლებს. ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა:
„კვარაცხელია და სამოშნიკოვი მეორე შეკრებაზე იქნებიან. ისინი უკვე მუშაობენ მოედანზე ფიზმომზადების მწვრთნელებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად. უბრალოდ, ჩვენ მათ ფიზიკურად ვამზადებთ საერთო ჯგუფისთვის“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.