„ინტერმა“ გერმანიის ნაკრების მცველი ინათხოვრა

0
6

ბერგამოს „ატალანტამ“ გერმანელი მცველი რობინ გოსენსი მილანის „ინტერში“ გაანათხოვრა.
27 წლის ფეხბურთელი იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში „ინტერი“ ვალდებულია ფეხბურთელის კონტრაქტი 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
გოსენსი „ატალანტაში“ 2017 წლის ზაფხულში ნიდერლანდების „ჰერაკლესიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 157 მატჩში 29 გოლი გაიტანა. გერმანელ მარცხენა მცველს ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და ამ სეზონში ბერგამოელთა მაისური მხოლოდ 8-ჯერ მოირგო.