გიორგი კუცია კარიერას “რაბოტნიჩკიში” გააგრძელებს

0
56
 თბილისის “დინამოსს” ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიურ რაბოტნიჩკიში გააგრძელებს. კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად იჯარის ვადა 1,5 წლით განისაზღვრა.
​გიორგი კუცია “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის ძირითადი გუნდის მაისურით 102 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
“დინამოს” გარდა, კუცია კარიერაშუ გორის “დილას” ღირსებას იცავდა, სადაც 2019 წელს გაანათხოვრეს.