ვილი სანიოლი: “მაგალითი ხარ გუნდელებისთვის და ახალი თაობებისთვის”

0
15

ჯაბა კანკავას მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებას საქართველოს ეროვნული გუნდის ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოეხმაურა.
ვილი სანიოლი:”მადლობა კაპიტანო რაც საქართველოსთვის გააკეთე. შენ იყავი მაგალითი ყველა გუნდელისთვის და ახალი თაობებისთვის. დიდი პატივი იყო შენი მწვრთნელი ვყოფილიყავი. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ!”.
ჯაბა კანავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და ლევან კობიაშვილის მიღწევა გაიმეორა. მან 10 გოლი გაიტანა. კანკავამ ეროვნულ გუნდს 62-ჯერ უკაპიტნა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.