ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეები ცნობილია

0
21

დასრულდა სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩისთვის მოთამაშეების შერჩევა. ცნობილია ის 13-13 კალათბურთელი, რომლებიც ქართულ ოლ სტარში ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებში იასპარეზებენ. “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გორის სპორტის სასახლეში, 28 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება, რომლის პარალელურად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ეგრედ წოდებულ ჩატენვებში.
ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად სასტარტო ხუთეულის წევრები შეირჩნენ, ხოლო სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივთა გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 ადგილზე მყოფი თსუ-ს მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გაუძღვება, ხოლო უცხოელთა (ლეგიონერთა) გუნდს სუპერლიგის ლიდერი “ქუთაისის” მწვრთნელი კოტე ტუღუში. კორონავირუსული ინფექციის გამო სასტარტო ხუთეულებში არჩეული 2 მოთამაშე ოლ სტარში ვერ იასპარეზებს – ლეგიონერებში თსუ-ელი ჯეიმი ჯონსონი და ადგილობრივებში ოლიმპელი გივი ბაქრაძე.
სამქულიანთა კონკურსმა უფრო დიდი დანაკლისი ნახა – ვახტანგ ქადარია (ვერა), საბა ლობჯანიძე (ბათუმი) და აიზეი ტრეილორი (ბათუმი). სამქულიანების კონკურსისთვის მოთამაშეები მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკის მიხედვით შეირჩნენ, ხოლო ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.