მიქაუტაძემ გაიტანა, “სერენმა” მოუგებელი სერია დაასრულა

0
12

გიორგი მიქაუტაძემ საკმაოდ ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა. ბელგიის უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურში “სერენმა” ბოლო ადგილოსანი “ბეერსხოტი” მიიღო და ზედიზედ 7 მატჩის წაგების შემდეგ, 3 ქულა აიღო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს, როდესაც მიქაუტაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში 49-ე წუთზე შანკლანდის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. 57-ე წუთზე მაზიზმა “სერენი” კიდევ ერთხელ დააწინაურა და ეს გოლი საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. 63-ე წუთზე “სერენის” კონტრშეტევის დროს მიქაუტაძემ საუცხოოდ ითამაშა, როდესაც ფინტებით ორ მცველს თავგზა აუბნია, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
“სერენს” 22 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.