კახა ცხადაძე:”სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევაა”

0
13

თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს მიაჩნია, რომ მის ფეხბურთელებს სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ აქვთ. მან ამის შესახებ თურქეთის ქალაქ ბელეკში უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადად “ლვოვთან” (0:0) ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩის მერე გაანცხადა.
კახა ცხადაძე: “ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია – თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზებში გადასვლა.
პირველ ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.
სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევაა, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა.”