ბერძნული მედია – პაოკი ნინუას „ლამიაში“ გაანაათხოვრებს

0
16

ნიკა ნინუა დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონს საბერძნეთის პირველი სუპერლიგის კლუბ „ლამიაში“ დაასრულებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პაოკი ქართველ ნახევარმცველს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე მყოფ გუნდში გაანათხოვრებს, რომელშიც თავდამსხმელი ბაჩანა არაბული გამოდის და 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ნინუამ ამ სეზონის პირველი ნახევარი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გაატარა, სადაც ბერძნულმა პაოკმა გაანათხოვრა და მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა. პაოკმა ის გასული სეზონის წინ თბილისის „დინამოდან“ შეიძინა და 22 წლის ფეხბურთელმა სალონიკელთა რიგებში  საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო თასზე სამჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ასევე ერთხელ აიღო.