გოგა ბითაძის 17 ქულა და მორიგი მარცხი

0
17

გოგა ბითაძე “შარლოტ ჰორნეთსთან” მატჩშიც სასტარტო ხუთეულში (ზედიზედ მეხუთედ) გახლდათ და 17 ქულა დააგროვა. “ინდიანას” ქართველმა ცენტრმა ამით “ლეიკერსთან” დაფიქსირებული კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. თუკი გოგამ კალიფორნიელებთან ეს 25 წუთში გააკეთა, ამჯერად 18:40 წუთში მოახერხა. ბითაძემ 12-დან 8 ტყორცნა ზუსტად შეასრულა და 6 მოხსნა (ყველა შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა.


თავად შეხვედრას რაც შეეხება, „შარლოტმა“ინდიანაპოლისელები ძალდაუტანებლად, 158:126 დაამარცხა.
49 ასპარეზობის შემდეგ, 17 გამარჯვებით და 32 წაგებით “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა. მიჯრით განცდილი სამი მარცხის შემდეგ “პეისერზი” მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს “ოკლაჰომასთან” ჩაატარებს.