„სიტი“ „რივერ პლეიტს“ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირზე შეუთანხმდას

0
13

„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინის „რივერ პლეიტიდან“ თავდამსხმელ ხულიან ალვარესს ყიდულობს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუების 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მანჩესტერელები ალვარესის სანაცვლოდ 18,5 მილიონ ევროს გადაიხდიან. არგენტინელი „სიტისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ივლისამდე „რივერ პლეიტში“ იჯარით ითამაშებს.
ალვარესმა გასულ სეზონში არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.