მარსიალი კარიერას ესპანეთში განაგრძობს

0
3

ანტონი მარსიალი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში განაგრძობს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრანგი თავდამსხმელი „სევილიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაანათხოვრა. მარსიალი ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით გამოდის.
26 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერში“ 2015 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ გადავიდა და ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 269 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა.
ის საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.