ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა

0
18

ბათუმის „დინამომ“ თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი კოსტანაის „ტობოლში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ის „ტობოლში“ გადასვლამდე ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ჯერ „თარაზის“, ხოლო შემდეგ „კაისარის“ ღირსებას იცავდა.
ლობჯანიძემ პროფესიონალური კარიერა თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“, რუსეთის „ორენბურგში“ და „რუსთავში“ გამოდიოდა.