“ატეიტის თასის” მესამეადგილოსანი ტორპედოელები ქუთაისში დააჯილდოვეს

0
17
ლიეტუაში გამართულ “ატეიტის თასის” გათამაშებაში ქუთაისის “ტორპედოს” 13-წლამდელთა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
26 იანვარს გუნდი ქვეყანაში დაბრუნდა. პატარებს საზეიმო დახვედრა კლუბის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და გულშემატკივრებმა მოუწყვეს.
ღონისძიება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. გუნდის სრულ შემადგენლობას საპატიო სიგელები გადაეცათ.
რატი ჩიხლაძის გაწვრთნილი გუნდი 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით “ატეიტის თასზე” მონაწილეობდა. 13 წლამდე ტორპედოელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და  გათამაშებაში მონაწილეობა ლიდერის სტატუსით განაგრძეს. “ტორპედომ” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კაუნას “ჟალგირისის” საფეხბურთო აკადემია დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება, ქუთაისელთა გოლკიპერმა ლუკა მამასახლისმა მიიღო.