„ვალენსიამ“ შვეიცარიის ნაკრების მცველი შეიძინა

0
22

„ვალენსიამ“ შვეიცარიის ეროვნული გუნდის მცველი ერაი ჩომერთი „ბაზელიდან“ შეიძინა.
23 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. Transfermarkt- ის ინფორმაციით „ვალენსიამ“ მის სანაცვლოდ „ბაზელს“ 2 მილიონი ევრო გადაუხადა.
ჩომერტი „ბაზელში“ 2016 წლიდან გამოდიოდა და 101 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის შვეიცარიის ნაკრებში 2019 წლიდან ასპარეზობს და 7 მატჩი ჩაატარა.