მოსკოვის „დინამომ“ სულაქველიძე შეკრებაზე წაიყვანა

0
23

მოსკოვის „დინამომ“ შეკრებაზე ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე წაიყვანა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი რუსეთშია დაბადებულ-გარდილი და „ხიმკის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გაუშვეს. თუმცა, შარშან გაზაფხულზე სულაქველიძე მოსკოველებმა დააბრუნეს და მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
20 წლის ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელისთვის სანდრო შვარცისთვის ამჯერად ბელეკში მოუწევს დამტკიცება, რომ პირველ გუნდში თამაშს იმსახურებს.