ლოჩოშვილის გოლი და მარცხი უკრაინულ გრანდთან

0
10

„ვოლფსბერგერის“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა თავი დონეცკის „შახტართან“ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა, მაგრამ ეს მისი გუნდის წარმატებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
ბელეკში გამართული შეხვედრა უკრაინულმა გრანდმა 4:1 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მისი თანაგუნდელის თავურის მერე მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და კართან ახლოს მყოფმა ლოჩოშვილმა ზუსტად დაამატა. ავსტრიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს.
76-ე წუთზე დონეცკელებიდან საპასუხო ბურთი სუდაკოვმა გაიტანა. მე-80 წუთზე მორაესმა „შახტარი“ დააწინაურა, ხოლო შვიდ წუთში თავი ტეტემ გამოიჩინა. შეხვედრის 89-ე წუთზე წერტილი ტეტემ დასვა.
23 წლის ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 16 მატჩი (15 სასტარტოში) ჩაატარა.