გოგა ბითაძე – მიჯრით მესამე სასტარტო და 12 ქულა

0
16

გოგა ბითაძე “ინდიანას” სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა (ეს “ნიუ ორლეანზ პელიკანზთან” მატჩში მოხდა) და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაირიცხა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი 6 მცდელობიდან 4 სროლა შეასრულა ზუსტად.
შეხვედრა რაც შეეხება, “ინდიანა” დაძაბულ ბრძოლაში 113:117 დამარცხდა. „ინდიანამ“ მიმდინარე სეზონში 31-ე მატჩი წააგო. „პეისერზი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეცამეტე პოზიციას იკავებს. 27 იანვარს, გოგას გუნდი შინ „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.