მთავარი ნიუსი გიორგი არაბიძე:”ქართული ფეხბურთისთვის “ტორპედო” ბევრს ნიშნავს”

გიორგი არაბიძე:”ქართული ფეხბურთისთვის “ტორპედო” ბევრს ნიშნავს”

0
11

გიორგი არაბიძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს, რის შესახებ იმერული კლუბის პრესსამსახური იუწყება. 23 წლის გარემარბი თურქეთის ქალაქ ბელეკში მყოფ ქუთაისელებს მალე შეუერთდება. მან გასულ სეზონში “სამტრედიას” მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი არაბიძე:” ტორპედო” ბევრს ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. კლუბის ხელმძღვანელებს წარმატებული პროექტის შექმნა სურთ. ეს კარგი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვისაც.
გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და “ტორპედოს” სურს. მთავარი მონდომებაა.
მოტივაცია, რომელ გუნდშიც არის, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. მე რასაც ვუყურებ ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხირდან, ხელმძღვანელების მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს. აი ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.
ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის მანძილზე ჰქონიათ შეხება გია ცეცაძესთან. ვფიქრობ, მათ მწვრთნელის მითითებების გაგება არ გაუჭირდება. გია მაღალი დონის მწვრთნელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება. მე პირადად გიაზე ყველაფერი დადებითის თქმა შემიძლია”.
აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით “ტორპედომ” არაბიძის კონტრაქტი პორტუგალიის “ნასიონალიდან” 200000 ევროდ გამოისყიდა.