“დინამომ” კონტრაქტი 7 ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

0
16

თბილისის “დინამომ” შვიდ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
ანზორ მექვაბიშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმეს. შეგახსენებთ, რომ ოთხივე ფეხბურთელი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია.
ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი 2020 წელს შედგა. საბა ხვადაგიანმა, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა კი, სადებიუტო მატჩები 2021 წელს გამართეს.
საკუთარი კონტრაქტები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს თბილისური კლუბის ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ და თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ. გასულ სეზონში პაპავამ “დინამოს” შემადგენლობაში 36 მატჩი გამართა.
სხირტლაძეს კი, გუნდს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორ გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორივე მოთამაშესთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
“დინამოსთან” 1+1 სისტემით კონტრაქტი ასევე გაახანგრძლივა გიორგი გაბედავამ. გამოცდილი ქართველი ფორვარდი თბილისური კლუბის ღირსებას 2020 წლის სეზონიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგი გაბედავამ “ლურჯ-თეთრების” მაისური 43 შეხვედრაში მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
25 იანვარს ბელეკში “დინამომ” პირველი ამხანგური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. ანთალიის რეგიონში დილიდან გადაუღებლად თოვდა, თუმცა საღამოს ამინდი გამოსწორდა და სავარჯიშო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. კახა ცხადაძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო, მცირე დაზიანების გამო დღევანდელი ვარჯიში ლევან ხარაბაძემ გამოტოვა.როგორც მოგეხსენებათ ხვალ დინამოელები თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო კლუბ ლვოვთან გამართავენ.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილება 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი იაკობიძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, გიორგი მაისურაძე.
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დიტო ფაჩულია, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი გვიშიანი.
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი