ზვიად კუპატაძე: “ბოსნიასთან მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”

0
13

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის მარტინი პლაზაში დღეს მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, დღეიდან კი გუნდი სრული დატვირთვით განაგრძობს მზადებას.
ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „აზერბაიჯანის გუნდმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში, მიუხედავად იმისა,რომ 0:2 ვაგებდით, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაიწყეს დაცვიდან თამაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაარჩევ მოწინააღმდეგეს მოკლე დროში. ჩვენი მომდევნო მოწინააღმდეგე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული მეტოქეა, ვარჩევთ და თამაში აჩვენებს, შეგვიძლია მოგება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).
ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთთან 1:5 წააგო.
D ჯგუფი, II ტური, 26 იანვარი
20:30 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
23:30 ესპანეთი-აზერბაიჯანი
25 იანვრის განრიგი
20:40 – ონლაინ პრესკონფერენცია
21:00 – მატჩის წინა ვარჯიში