წიტაიშვილის ეფექტური გოლი და საგოლე პასი კოსოვოელებთან

0
12

გიორგი ციტაიშვილმა ოდესის „ჩერნომორეცის“ შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე კოსოვოს „პრიშტინასთან“ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.
უკრაინელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთვნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 70-ე წუთზე თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო სამ წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა – მარჯვენა ფლანგიდან ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და შორეულ „ცხრიანში“ ბურთი მოჭრა.
ოდესლებმა კიდევ ერთი სპარინგი ასევე კოსოვოს წარმომადგენელ „დრიტასთან“ ჩაატარეს, რომელიც 1:1 დასრულდა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. „დრიტამ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო „ჩერნომორეცმა“ საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე ვაჩიბერაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის გამოყენების შემდეგ გაიტანეს.