“საბურთალომ” “თბილისი სითის” სამი უპასუხო გოლი გაუტანა

0
9

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა “საბურთალომ” მოსამზადებელ პერიოდში მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო. პირველ შეხვედრაში თბილისის “შევარდენთან” 11:0 გამარჯვების შემდეგ, ამჯერად ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ლიგა 3-ში მოასპარეზე “თბილისი სითი” 3:0 დაამარცხეს.
“საბურთალო” პირველ ტაიმში ლევან ნონიკაშვილმა ტექნიკური დარტყმით დააწინაურა. თანაგუნდელს მალე მხარი გიორგი გულიაშვილმა აუბა. მეორე ნახევარში კი სამამდე ანგარიში კლუბის ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ გაზარდა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი კლუბი 27 იანვარს ბოლნისის “სიონთან” გამართავს.
“საბურთალო”: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ო. მამაგეიშვილი, ქარდავა, გოჩოლეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ქავთარაძე, გულიაშვილი.
მეორე ტაიმი: გოშაძე (ლეჟავა), იაშვილი, კაკუბავა, გურეშიძე, მამაცაშვილი, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, პარკინაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.