ხოჭოლავამ თავი სპარინგში გამოიჩინა

0
25

დავით ხოჭოლავამ თავი ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა. დანიის ჩემპიონატის განახლებამდე  „კოპენჰაგენი“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის „ჰელსინგორს“ დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მანამდე, „ჰელსინგორი“ 32-ე წუთზე ჯორდანმა დააწინაურა. 75-ე წუთზე, კოპენჰაგენელებიდან გოლი ოსკრასონმა გაიტანა, ხოლო 83-ეზე თავი ბოვინგმა გამოიჩინა. 85-ე წუთზე „ჰელსინგორიდან“ ერთ ბურთამდე ანგარიში ბილმა შეამცირა.
28 წლის ქართველი მცველი „კოპენჰაგენში“ მიმდინარე სეზონის წინ დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან დანიის სუპერლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
დანიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ „კოპენჰაგენი“ 33 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ მიდტიულანდს 2 ქულით ჩამორჩება.