აბურჯანიას გუნდმა შინ მინიმალური ანგარიშით მოიგო

0
16

„ჟილ ვისენტამ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში საშინაო მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ბარსელუშელებმა პორტიმონენსე მიიღეს და მატჩის 74-ე წუთზე პედრინიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. აბურჯანია „ჟილ ვისენტეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონში 14-ჯერ ითამაშა, მაგრამ მოედანზე პირველი წუთიდან მხოლოდ ერთხელ იყო.
„ჟილ ვისენტე“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.