„ლოკომოტივმა“ წლის პირველი სპარინგი ფრედ დაასრულა

0
14

თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ლაშა ჭაღიაშვილის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისელები თანაქალაქელ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპურისპირდნენ, რომელმაც შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი- აუტში „თბილისი სიტისთან“ გამარჯვებით შეინარჩუნა.
საგურამოში „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძლებიდან გოლი ირაკლი ჭიაბრიშვილმა გაიტანა, რომელიც გუნდის ექსთავკაცის გიორგი ჭიაბრიშვილის შვილია.