შენგელიას კარგი თამაშის მიუხედავად ცსკა დამარცხდა

0
22

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის რეგულარული პირველობის მორიგ ტურში „ოლიმპია მილანოსთან“  57:67 წააგო, 20 მატჩიდან 12 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.
მილანელებთან დაპირისპირებისას შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა და ცსკა-ს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შეასრულა.
ცსკა-ს ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრა ყაზანის „უნიქსთან“ ელის, რომელსაც 28 იანვარს შეხვდება.