ქორქია-საკანდელიძის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი “მეგაა”

0
16
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე დღეს მეორე ტურის თამაშები გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. საკალათბურთო კლუბმა “მეგამ” სამგუნდიან ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფის დარჩენილი 1 შეხვედრა მხოლოდ 2-3 ადგილების მფლობელებს გააკრვევს, ხოლო პირველადგილოსნის ვინაობა გადაწყვეტილია.

სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელმაც პირველ ტურში მართალია განახევრებული, თუმცა მაინც მძლავრი თსუ დაამარცხა, “კაკტუსსაც” სძლია და მემორიალის მონაწილე 12 გუნდიდან პირველია, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
“მეგა” რაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ჩაიბარა, ზედიზედ 4 მატჩია იგებს. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო 2 შეხვედრა გუნდმა დეკემბერში მოიგო,  ქორქია-საკანდელიძის მემორიალზეც ორჯერ იმარჯვა და ნახევარფინალშია. “მეგას” 4 გამრჯე ლეგიონერი ჰყავს, რომლებსაც თუ ქართველებიც კარგად აუწყობენ ფეხს, გუნდი ძალიან წარმატებულად ასპარეზობს. პირველი პერიოდი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 18 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ 2 ახალი ლეგიონერით მოთამაშე “კაკტუსმა” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც “მეგას” დარჩა.
გამარჯვებულებს 17 ქულითა და 5 პასით ტაილერ კორბინმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა დემონტე ფლანინგანმა, ხოლო 12 ქულა ოთარ ბულიავამ მიითვალა. “კაკტუსში” 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან ფორბსი, 11 ქულა ახალწვეულმა დერიკ ნიუტონმა მიითვალა.
ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში თსუ “კაკტუსს” შეხვდება, თუმცა ამ მატჩის შედეგი ჯგუფში მხოლოდ 2-3 ადგილებს გაანაწილებს.

B ჯგუფი კაკტუსი –მეგა 58:66 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)