პსჟ-მ მეკარე „მალიორკაში“ გაანათხოვრა

0
7

პსჟ-მ მეკარე სერხიო რიკო ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „მალიორკაში“ გაანაათხოვრა. პარიზელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის ესპანელი მეკარე მალიორკელთა შემადგენლობაში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში რიკო პსჟ-ში კონკურენციას ჯანლუიჯი დონარუმას და კეილორ ნავასს ვერ უწევს. მან მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, როდესაც „ნანტთან“ (3:1) შეხვედრაში ნავასი გააძევეს.
28 წლის ესპანელი გოლკიპერი პსჟ-შ0 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში 24 მატჩი ჩაატარა.