საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

0
9

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატში პირველი თამაში აზერბაიჯანთან ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით აგებდა, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გრონინგენის „მარტინ პლაზაში“ გამართულ მატჩში ავთანდილა ასათიანმა სასტარტო შემადგენლობაში 4 ნატურალიზებული ბრაზილიელი დააყენა და ქართველი მხოლოდ გუნდის კაპიტანი მეკარე ზვიად კუპატაძე იყო. სხვათა შორის, მეტოქესაც მხოლოდ მეკარე ჰყავდათ აზერბაიჯანელი, ხოლო სასტარტოს დანარჩენი ოთხი მოთამაშე ასევე ნატურალიზებული ბრაზილიელები იყვნენ.
შეხვედრის მე-6 წუთზე ვილელამ მოედანის ცენტრში ორთაბრძოლა თალესსა და ვილიანს მოუგო, რის შემდეგ უძლიერესად დაარტყა და ბურთი, რომემსაც ვერც სებისკვერაძე გადაეღობა ნახტომში ბადეში აღმოჩნდა. მე-7 წუთზე კუპატაძის კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა, რომელიც ვილელამ შეასრულა „ყუმბარისებური“ დარტყმით ბურთი ზედა კუთხეში გაიტანა.
მე-12 წუთზე ელისანდრო მეტოქეს კარგად გაექცა და კარიდან გამოსულ კურდოვს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ის საქართველოს ნაკრების მიერ ისტორიულ ევროპის პირველობაზე გატანილი პირველი ბურთი ავტორი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით წააგო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში აზერბაიჯანელები თავის ნახევრიდან ბურთის ამოტანისას შეცდნენ და არჩილ სებისკვერაძემ ვარდნაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ამ გოლიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ფარზალიევმა თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თალესმა გამოიყენა – 3:2.
საქართველო-აზერბაიჯანი 3:2 (1:2)
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე (კ), თალესი, რონინიო, შაგინია, ელისანდრო.
სათადარიგოები: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, ვილიანი,ბრუნო პეტრი, ღავთაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე.
D ჯუფის მეორე მატჩში ესპანეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 5:1 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 26 იანვარს გრონინგენში ჩაატარებს.