“ტორპედოს” 13-წლამდელები “ატეიტის თასზე” ითამაშებენ

0
12

ქუთაისის “ტორპედოს” 13-წლამდელთა გუნდი ლიეტუვაში “ატეიტის თასზე” ( Ateitis Cup) მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მოზარდი ქუთაისელი ფეხბურთელები ტურნირში C ჯგუფში ლატვიურ “ლეიპაიასთან”,ლიეტუის მაზეიქიაის “ატმოსფერას”, ესტონურ “ტარტუ ტამენკასთან” ერთან იასპარეზებენ.
ტურნირში ასევე მონაწილეობენ კიევის “ლოკომოტივის, დონეცკის “შახტარის” და სხვადასხვა ქვეყნის 13-წლამდელთა გუნდები. დღეს, “ტორპედო” ჯგუფში პირველ თამაშს “ლეიპაიასთან” ჩაატარებს.