“საბურთალო” შეკრებაზე ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს

0
13

თბილისის “საბურთალო” თურქეთში გასამართ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გასული სეზონის გამარჯვებულის პრესსამსახური იუწყება:
” 29 იანვრიდან”საბურთალო” გეზს თურქეთისკენ აიღებს და მზადების ეტაპს სწორედ ევროპაში დაასრულებს. თბილისელები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, სამშობლოში კი 12 თებერვალს დაბრუნდებიან.
უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც “საბურთალოს” თურქეთში შეხვდებიან. 1 თებერვალს ჩვენი კლუბი რუმინეთის პირველი ლიგის ბინადარ “ჰერმანშტადს” ეთამაშება, რომელიც უძლიერესთა რიგებში გადმოსვლისთვის ბრძოლობს. რუმინელები ამ დროისთვის მეორე ადგილზე იმყოფებიან. 4 რიცხვში თბილისელები უზბეკეთის მეოთხეადგილოსან “ნასაფს” გაეჯიბრებიან. 8 თებერვალს უკრაინის უმაღლესლიგელ “ჩერნომორეცთან” მოსინჯავენ ძალებს. ხოლო შეკრებას 11 თებერვალს რუსეთის პირველი ლიგის გათამაშების ლიდერ, “ორენბურგთან” მატჩით დაასრულებენ.
20 თებერვალს “საბურთალოს” უკვე პირველი ოფიციალური მატჩი უწევს – სუპერთასისთვის ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება”.