გიორგი ჭელიძეს „თელავში“ ხომერიკი და ოდიკაძე დაეხმარებიან

0
18

20 იანვარს „თელავი“ მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა და  გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე სეზონისთვის მზადება ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით დაიწყო.
გიორგი ჭელიძის პირველი ასისტენტი 48 წლის ლევან ხომერიკი იქნება, საფეხბურთო კარიერის მანძილზე ამპლუით თავდამსხმელი  ბათუმის“დინამოში“, თბილისის „დინამოში”, ბელგიის „მეხელენში”, შვეიცარიის „არაუში”, „ვოლენში“, ისრაელის ჰაიფას „ჰაპოელში” გამოდიოდა. კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად ბათუმის „დინამოში“ მუშაობდა, რომელსაც 2014-2015 და 2016-2017 წლებში წვრთნიდა. მან 2014-2015 წლების სეზონში ბათუმელებს საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოაგებინა.
„თელავის“ მეკარეების მწვრთნელი 43 წლის თამაზ ოდიკაძე იქნება, რომელსაც ამ პოზიციაზე საქართველოში არაერთ გუნდში უმუშავია.