“თელავს” გიორგი ჭელიძე გაწვრთნის

0
18

„თელავის“ ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. გიორგი მიქაძეს, რომელიც სათავეში წყალტუბოს „სამგურალს“ ჩაუდგა გიორგი ჭელიძე შეცვლის. 37 წლის სპეციალისტი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მანამდე, ის თბილისის „შევარდენის“, ტყიბულის „მეშახტის“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ის თავკაცი იყო. ჭელიძეს უეფას PRO ლიცენზია აქვს.
ჭელიძე 1986 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ფეხბურთელობისას არერთ კლუბში უთამშია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – თბილისის “მერანი-91”, თბილისის “ოლიმპი”, თბილისის “თბილისი”, ბათუმის “დინამო”, მოსკოვის “ლოკომოტივი”, ლუგანსკის “ზორია”, ბოლნისის “სიონი”, “ზესტაფონი”, რუსთავის “მეტალურგი”, ბაქოს “ნეფთჩი”, თურქეთის “სამსუნსფორი”, ისრაელის “სექცია”, თბილისის “ლოკომოტივი”.