რობინიო – 9 წელი და 60 ათასი ევრო

0
48

იტალიის დედაქალაქის რომის საკასაციო სასამართლომ უარყო ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის რობინიოს ადვოკატების აპელაცია და ჯგუფური გაუპატიურებისთვის ფეხბურთელის ცხრაწლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. რობინიოს დაზარალებულისთვის 60 ათასი ევროს გადახდაც დააკისრეს. ამის თაობაზე ცნობას MARCA ავრცელებს.|
2017 წლის ნოემბერში რობინიოს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ 2013 წლის 22 იანვარს (იმხანად “მილანში” ირიცხებოდა), იტალიაში მეგობარ რიკარდო ფალკოსთან ერთად  ალბანელი გოგონა გააუპატიურა, რომელიც ღამის კლუბში დაბადების დღეს აღნიშნავდა.
“მილანის” გარდა რობინიო მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობდა.