იტალიური მედიის პროგნოზი არ გამართლდა – „ჯენოა“ გერმანელმა ჩაიბარა

0
35

იტალიური მედიაში გამოთქმული არაერთი ვარაუდის მიუხედავად, „ჯენოას“ ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელად  ალექსანდერ ბლესინი დანიშნეს, რომლის სახელი საფეხბურთო სამყაროში ბევრს არაფერს ეუბნება.
49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა უკრაინელი ანდრეი შევჩენკო შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. შევჩენკომ „ჯენოას“ 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე წვრთნიდა.
ბლესინი 2020 წლიდან იტალიაში გადაბარგებამდე ბელგიის „ოსტენდეს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2012-2020 წლებში „ლაიფციგის“ 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა გუნდებს თავკაცობდა.