„სიონმა“ იანვარში სპარინგები დაგეგმა

0
10

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონი“ მომავალი სეზონის დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ემზადება. გიორგი დარასელიას გაწვრთნილის გუნდი იანვარში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ბოლნისელები 20 იანვარს ლიგა 3-ის წარმომადგენელ დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდებიან, 22 იანვარს გორის „დილას“ შეხვდებიან, 27 იანვარს თბილისის „საბურთალოსთან“ ისაპრინგებენ, ხოლო 30 იანვარს – კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“.