ნიდერლანდებში გამგზავრებამდე სფფ-ის ხელმძღვანელები ფუტსალის ნაკრებს შეხვდა

0
13

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო ტურნირზე გამგზავრებამდე ფუტსალის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს სფფ-ის და ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა ეროვნულ ნაკრებ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.
2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში ჩაატარებს. 22 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს.