მიქაუტაძის გუნდის კატასტროფული სერია

0
41

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 თამაში წააგო. გუნდს ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და 22-ე ტურში შინ გათამაშების ლიდერ „სენ ჟილთან“ 0:4 წააგო. სტუმრებმა გოლები მე-5, 26-ე, 62-ე და 83-ე წუთებზე გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „სერენმა“ განვლილ 6 შეხვედრაში 17 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა. გუნდს 19 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე დაქვეითდა.