„ანორთოსისმა“ თასზე პირველი მატჩი მოიგო, ლორიას არ უთამაშია

0
16

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩი მოიგო. ფამაგუსტელები სტუმრად „პაფოსს“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს. მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „ანორთოსისის“ მცველმა ანტონიადისმა ავტოგოლი მიითვალა. 47-ე წუთზე მასპინძლები რუდკოს გაძევების შემდეგ კაცნაკლული დარჩნენ. 51-ე წუთზე პოპოვიჩმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 71-ე წუთზე „ანორთოსისში“ თავი ამბარცუმიანმა გამოიჩინა, ხოლო ცხრა წუთში მეტოქის კარი ხრისტოდოლოპულოსმა აიღო. განვლილ შეხვედრაში გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 3 თებერვალს შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ შარშან ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის თასი14-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.