ზუგდიდის “დინამოს” მაქაცარია ავარჯიშებს

0
17

ზუგდიდის “დინამოდან” კახა გოგიჩაიშვილის საგარეჯოს “გარეჯში” წასვლის შემდეგ, გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი ჯონი მაქაცარიას ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ამის შესახებ ზუგდიდელთა პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბმა ზუგდიდის “დინამო”-მ, რუხის ტექნიკურ ცენტრში ვარჯიშები განაახლა, თუმცა ჯერ არასრული შემადგენლობით. უხვმა ნალექმა ბევრ ქართულ კლუბში, მოსამზადებელი ეტაპის გეგმები შეცვლა. რამდენიმე დღეში, ზუგდიდელთა რიგებს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი შეურთდება. ზუგდიდელთა შემადგენლობას ამ ეტაპზე ჯანო მაქაცარია ავარჯიშებს, რომელიც გასულ წელს კახა გოგიჩაიშვილის ასისტენტი იყო.
კვირის ბოლომდე უკვე გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება და ორჯერად ვარჯიშზე გადავა, რის შემდეგაც ამხანაგური მატჩებიცაა განრიგში. პირველ ეტაპზე მაინც ძირითადი აქცენტი, ფიზიკურ დატვირთვებზე კეთდება და უკვე გუნდი სრულყოფილ საწვრთნელ ეტაპზე გადავა, რომელიც თებერვლის თვეშიც მთლიანად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდელები, ახალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურს 2 მარტს გასვლაზე, საგარეჯოს “გარეჯი”-ს წინააღმდეგ გამართავენ”.